09 დეკემბერი 2019,   06:46
ვრცლად
"პარლამენტში განვითარებული გუშინდელი მოვლენები დადგმულ სცენარს ჰგავდა" - მესამე სექტორის სპეციალური მიმართვა 

სპეციალური მიმართვა გაავრცელეს არასამათავრობო ორგანიზაციებმა. მათთვის არადამაჯერებელია უმრავლესობის წევრებს შორის დაწყებული უთანხმოება და არგუმენტები, რის გამოც მაჟორიტარები საარჩევნო სისტემის შეცვლის წინააღმდეგ მიდიან.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენლის ლევან ნატროშვილის განცხადებით, პარლამენტში განვითარებული გუშინდელი მოვლენები დადგმულ სცენარს ჰგავდა.

მისი თქმით, "პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ისეთი ადამიანები აპროტესტებდნენ, რომლებიც რეალურად არ აქტიურობენ საპარლამენტო ცხოვრებაში და დიდი ორატორობით არ გამოირჩევიან."

"მაჟორიტარულ სისტემას უნდა დავემშვიდობოთ და ქვეყანა უნდა გადავიდეს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. დღეს ეს ვალდებულება დგას როგორც მმართველ პარტიასთან, ისე ოპოზიციასთან, რომ ორივე მათგანმა უზრუნველყოს ძალების მობილიზება და მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს," - განაცხადა სულხან სალაძემ. 

მესამე სექტორი მოუწოდებს კანონმდებლებს, მხარი დაუჭირონ შეთავაზებულ ინიციატივას, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოება ერთსულოვანი იქნება და პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს. 

დღის ამბები