09 დეკემბერი 2019,   06:34
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა კენჭისყრაზე ჩააგდო

პარლამენტში კენჭისყრის პროცესი ჩავარდა. პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მომხრე 101 ხმა 3 ხმის წინააღმდეგ საკითხის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა, რამდენიმე დეპუტატმა კენჭისყრისას თავი შეიკავა.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.

პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა. 

საკითხის კენჭისყრამდე კი ქვორუმის შესაკრებად რეგისტრაციის გავლა 3-ჯერ გახდა საჭირო.

დღის ამბები