06 დეკემბერი 2019,   15:10
ვრცლად
საქმე გვაქვს ჩვეულებრივ თაღლითთან, პროცესები გადაინაცვლებს ქუჩაში - მელია

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, პროპორციული სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, პროცესებმა ქუჩაში უნდა გადაინაცვლოს.

მელიას შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დასრულდება.

"სიმართლე გითხრათ, როგორც არასდროს ვარ მშვიდი, ზუსტად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი დასრულდება. ეჭვი არ მეპარება ამაში, რადგან მაღალი წარმოდგენის ვარ ქართულ საზოგადოებაზე. ყველა ის ოპტიმისტი საქართველოს მოქალაქე, ვისაც ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ არ გააკეთებდა ივანიშვილი, რასაც ადგილი ჰქონდა, ისიც კი დარწმუნდა იმაში, რომ საქმე გვაქვს ჩვეულებრივ თაღლითთან. პროცესები გადაინაცვლებს ქუჩაში," - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები