14 დეკემბერი 2019,   18:33
ვრცლად
ნამდვილად არ მინდა პოლიტიკაში მობრუნება, მაგრამ არ მინდა დიქტატურაში ცხოვრება - მარგველაშვილი

"ნამდვილად არ მინდა პოლიტიკაში მობრუნება, მაგრამ ვითარება დრამატულია. არ მინდა დიქტატურაში ცხოვრება."- ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა, ჟურნალისტებს კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მისი პოლიტიკაში დაბრუნება. მარგველაშვილის თქმით, დიდი შანსია, რომ ქვეყანაში დიქტატურა დამყარდეს. 

"ან ჩვენ დღეს, ხვალ, ზეგ შევძლებთ, რომ ეს ტენდენცია შევცვალოთ, ან ხვალ შევალთ სახლში, გვეგონება, რომ ყველაფერი კარგადაა, და რომ გამოვალთ სახლიდან, ჩვენ დაგვხვდება დიქტატურა. ეს შეიძლება ახლა არ ჩანს და ვიღაცას განცდა აქვს, რომ ვლაპარაკობთ მეორად თემაზე - არჩევნების ფორმაზე, მაგრამ ჩვენ რეალურად ვლაპარაკობთ ხალხის ნების გადატეხვაზე. არ აქვს მნიშვნელობა პარტიულ კუთვნილებას, აქ დგანან საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც უნდა გაიტანონ ქართული დემოკრატია. ან ასე მოხდება, ან ჩვენ გავიღვიძებთ დიქტატურაში",- განაცხადა მარგველაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები