06 დეკემბერი 2019,   22:55
ვრცლად
"მივდივართ, რათა ახალგაზრდებს სისხლით მონაპოვარი პროპორციული არჩევნები დავუბრუნოთ" - აქციას თბილისში ფოთიდანაც უერთდებიან 

ფოთში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები დილის 7:00 საათზე შეიკრიბნენ. 100-მდე მოქალაქე დედაქალაქში დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად მოემგზავრება.

როგორც თავად ამბობენ, გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდებიან და პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას გააპროტესტებენ. 

"ჩვენ მივდივართ მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე, რათა გამოვხატოთ ჩვენი აზრი და ჩვენი ახალგაზრდებს სისხლით მონაპოვარი პროპორციული არჩევნები დავუბრუნოთ," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით ხომერიკმა.

დღის ამბები