08 დეკემბერი 2019,   02:39
ვრცლად
გერმანიის პროკურატურამ "ისლამური სახელმწიფოს" ორი მხარდამჭერი ქალიდან ერთ-ერთი ფრანკფურტის აეროპორტში დააკავა

გერმანიის პროკურატურამ თურქეთიდან გაძევებული "ისლამური სახელმწიფოს" ორი მხარდამჭერი ქალიდან ერთ-ერთი ფრანკფურტის აეროპორტში აიყვანა. დაკავებული ტერორისტული დაჯგუფების წევრობაშია ეჭვმიტანილი.

მანამდე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პირობა დადო, რომ თურქეთიდან გაძევებული ჯიჰადისტები გერმანიას საფრთხეს ვეღარ შეუქმნიდნენ.

გასულ კვირას თურქეთის ხელისუფლებამ ტერორისტული დაჯგუფების "ისლამური სახელმწიფოს" დაკავებული წევრების რეპატრიაცია დაიწყო.

დღის ამბები