12 დეკემბერი 2019,   04:56
ვრცლად
100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს სამართალდამცველებმა პარიზში "ყვითელჟილეტიანების" აქციაზე

საფრანგეთში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ყვითელჟილეტიანები საპროტესტო აქციის 1 წლისთავს აღნიშნავდნენ.

დემონსტრანტებმა ავტომობილები დაწვეს, ვიტრინები ჩაამსხვირეს და ბარიკადები აღმართეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

სამართალდამცველებმა აქციაზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დედაქალაქში დაიხურა მეტროსადგურების ნაწილი.

ელისეის მინდვრებსა და რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე დემონსტრაციის გამართვა აიკრძალა. ყვითელჟილეტიანთა აქციები საფრანგეთში 2018 წლის ნოემბრიდან იმართება.

დღის ამბები