13 დეკემბერი 2019,   12:02
ვრცლად
"ქართველი ხალხი არჩევანს ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის აკეთებს" - თბილისში აქციას ქუთაისიდანაც უერთდებიან

თბილისში მიმდინარე აქციას ქუთაისიდანაც უერთდებიან. "ნაციონალური მოძრაობის" და გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები თბილისში გასამგზავრებლად სხვადასხვა ლოკაციებზე შეიკრიბნენ.

მათი  თქმით, უერთდებიან თბილისში მიმდინარე აქციას, რითაც გამოხატავენ პროტესტს პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების გამო.

მათივე განმარტებით, დღეს ქართველი ხალხი არჩევანს ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის აკეთებს.

"ვუერთდებით აქციას რუსთაველის გამზირზე, სადაც ქართველი ხალხი აპროტესტებს ხელისუფლების მორიგ ტყუილს. არ შევეგუებით პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას და ვაიძულებთ, შეასრულონ დანაპირები.  დღეს საზოგადოება აკეთებს არჩევანს ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის,"- განაცხადეს აქციის მხარდამჭერებმა.

მათივე თქმით, თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, პროტესტი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. აქციას ქუთაისიდან 500-მდე ადამიანი შეუერთდება.

დღის ამბები