08 დეკემბერი 2019,   01:55
ვრცლად
საკუთარი ტყუილით და სკამების სიხარბით ქვეყანა შეიყვანეს კრიზისში და აქედან გამოსავალი არის პროპორციული არჩევნები - ბაქრაძე

"ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, ბიუროს სხდომა, რომელიც პარლამენტში ხვალ არის ჩანიშნული, პროტესტის გამო, სავარაუდოდ ვერ გაიმართება.

"ხელისუფლება აგრძელებს არაადეკვატურად მოქცევას. არავის ეხალისება ამ სიცივეში ღამის ქუჩაში გათევა. ეს კრიზისი შექმნა ხელისუფლებამ, ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც კიდევ გადაწყვიტა, რომ მოეტყუებინა და აბუჩად აეგდო საზოგადოება. საქართველო აღარაა ის საზოგადოება, რომელსაც ასე მოატყუებ და აბუჩად აიგდებ. რას აკეთებს ხელისუფლება? ვითომ არაფერი არ ხდება, შეიკრიბნენ და ბიუჯეტზე უმსჯელიათ, რომელიც 7 წელია არ გახსენებიათ. "ქართული ოცნების" ოფისში იყვნენ და ახალგაზრდები რომ მივიდნენ, შუქი ჩააქრეს, ვითომ სახლში არ ვართო. ახლა შსს გამოვიდა და 5 ათასი ადამიანი იყო აქციაზეო. ხელისუფლება არაადეკვატურად აგრძელებს ხალხის მოთხოვნების იგნორირებას. სანამ ასე არაადეკვატურ რეჟიმში იქნება ხელისუფლება, აქციები გაგრძელდება. უნდა გაიგონ, რომ საკუთარი ტყუილით და სკამების სიხარბით ქვეყანა შეიყვანეს კრიზისში და აქედან გამოსავალი არის პროპორციული არჩევნები,"- განაცხადა ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძემ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დრო გაიხსენა, როდესაც რუსთაველზე რამდენიმე თვიანი აქციების გამო პარლამენტში შესვლას ვერ ახერხებდნენ.

ბაქრაძის თქმით, მაშინ ხელისუფლებამ მოითმინა და "ქართულმა ოცნებამაც" უნდა აიტანოს ხალხის პროტესტი და გადადგან ნაბიჯები, რომ პროტესტი შენელდეს და ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდეს.

დღის ამბები