12 დეკემბერი 2019,   04:54
ვრცლად
"ხელისუფლებას, რომელიც პოლიციელებს, სპეცსამსახურებს ეფარება უკან, უკვე ცუდად აქვს საქმე" - გიგლა ბარამიძე

ნინო ბურჯანაძის თანაპარტიელის, გიგლა ბარამიძის განცხადებით, ხელისუფლებას მოქალაქეები არ აინტერესებს და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს. "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" გენერალური მდივნის თქმით, რუსთაველის გამზირზე პროტესტი მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძელდება. 

"ხელისუფლებას, რომელიც იწყებს უკვე თვლას რამდენი გამოვიდა, პოლიციელებს, სპეცსამსახურებს, სპეცრაზმს ეფარება უკან, უკვე ცუდად აქვს საქმე. ჩვენ ეს არ გვიხარია, მაგრამ იძულებული ვართ ეს ვთქვათ. თქვენ არ გახსოვთ საზოგადოება, არ გახსოვთ ერი, არ გაქვთ სახელმწიფო ინტერესები, მარტო ქორვაჭრულად, იყიდე-გაყიდვით ხართ დაინტერესებული და ამიტომ, ახალგაზრდებმა და საზოგადოებამ უნდა შეგახსენოთ, რომ გამოიხედოთ გარეთ და ნახოთ, სერიოზული პრობლემებია ქვეყანაში და ამას მოსმენა უნდა. თუმცა, ამის გადაწყვეტის რესურსი, მე ვფიქრობ, რომ მათ უკვე აღარ აქვთ,“ - განაცხადა გიგლა ბარამიძე. 

დღის ამბები