08 დეკემბერი 2019,   02:30
ვრცლად
წყალტუბოში ჩაის პლანტაციები იწვის - ადგილზე 50 მეხანძრე-მაშველი მუშაობს

წყალტუბოს მუნიციპელიტეტში, სოფელ სორმონსა და რიონში ძლიერი ხანძარია. იწვის ჩაის პლანტაციები. ადგილზე 8 სამაშველო ჯგუფი და 50-მდე მეხანძრე მუშაობს. 

ხანძრის ჩაქრობას ქართან ერთად ცუდი ხილვადობა უშლის ხელს.

ადგილზე იმყოფებიან სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.

დღის ამბები