06 დეკემბერი 2019,   22:29
ვრცლად
ფოთში ახალგაზრდა მამაკაცი ნაჯახით დაჭრეს

ფოთში 70 წლის მოხუცმა ახალგაზრდა მამაკაცი ნაჯახით დაჭრა. შემთხვევა თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველის თქმით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, თუმცა მათთვის უცნობია კონკრეტულად რა გახდა მომხდარის მოტივი.

თვითმხილველები ამბობენ, რომ 70 წლის მამაკაცს დაჭრილი ახალგაზრდა კაცის ეზოში ხის საამქრო აქვს, რაზეც წარსულში დავა არაერთხელ წარმოიშვა და მის წინააღმდეგ შესაბამის უწყებას საჩივრით რამდენჯერმეც მიმართეს.

დაჭრილი მამაკაცი ამ დროისთვის ფოთის ჰოსპიტალში იმყოფება. მ

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 120-ე  მუხლით  დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით დადგენილი და მხილებულია დანაშაულის ჩამდენი პირი  და  მისი პასუხისგებაში მიცემის ღონისძიებები მიმდინარეობს.

დღის ამბები