12 დეკემბერი 2019,   05:39
ვრცლად
მოსახლეობის 58% პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ემხრობა - რომელი პოლიტიკური ძალა ლიდერობს IRI-ს ახალი კვლევებით

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 58% არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ემხრობა.

IRI-ის ინფორმაციით, მომავალი არჩევნებისთვის გამოკვეთილად არც ერთი პოლიტიკური პარტია არ ლიდერობს. კითხვაზე - ამ კვირას რომ არჩევნები იყოს რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს, 32% პასუხობს, რომ არ იცის ან თავს იკავებს პასუხისგან. 23% "ქართულ ოცნებას" ასახელებს, 15% "ნაციონალურ მოძრაობას", 5% კი "ევროპულ საქართველოს".

კვლევაში მონაწილეთა 80% ქვეყნის მთავარ პრობლემად უმუშევრობას და სიღარიბეს ასახელებს. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, მოსახლეობის კეთილგანწყობით 57%-ით დავით ბაქრაძე ლიდერობს, მეორე ადგილზეა თბილისის მერი კახა კალაძე – 49%, მესამეზე კი დავით უსუფაშვილი – 47%.

ამავე კვლევის თანახმად, გაზრდილია "ევროკავშირსა" და "ნატოში" ინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობაც.

დღის ამბები