12 დეკემბერი 2019,   04:56
ვრცლად
"სირცხვილიას" ორგანიზატორები პარლამენტის პიკეტირებას კვლავ აანონსებენ

აქციის ორგანიზატორები დილიდან საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბებიან და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

საღამოს 7 საათზე აქცია პარლამენტის წინ ისევ გაიმართება. მათი მოთხოვნები უცვლელია -  არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება, დროებითი მთავრობის შექმნა და ცესკოს ხელახალი დაკომპლექტება.

დემონსტრანტები დანებებას არ აპირებენ და სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირებას კვლავ აანონსებენ.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი აღნიშნავს, დანებებას არ აპირებენ და პიკეტირება გაგრძელდება.

"ვაჟა სირაძესთან აქვე ქუჩაში მოვილაპარაკეთ, რომ თუ დიდი რაოდენობით ხალხი მოვიდოდა აქციაზე და თვითდინებით ქუჩა გადაიკეტებოდა, ისინი ამის საშუალებას მოგვცემდნენ," - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ლექსო მაჭავარიანმა.

 

 

დღის ამბები