12 დეკემბერი 2019,   05:15
ვრცლად
ძლიერი ხანძარი ქვეყნის ორ რეგიონში - ცეცხლს მეხანძრე-მაშველების ათეულობით ბრიგადა აქრობდა

ძლიერი ხანძარია საქართველოს ორ რეგიონში. მესტიაში მეხანძრე-მაშველების მუშაობის შემდეგ, რამდენიმე მცირე კერა მაინც დარჩა.

ასევე ძლიერი ცეცხლია რაჭაში, სოფელ ურავის მიმდებარე ტყის მასივში. მაღალმთიან რაიონებში მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ათეული ბრიგადა გვიან ღამემდე მუშაობდა.

ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები სვანეთსა და რაჭაში დღეს დილიდან ისევ განახლდება.

დღის ამბები