13 დეკემბერი 2019,   12:00
ვრცლად
პოლიცია გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება

პარლამენტთან გამართულ აქციაზე დაკავებულ გიორგი რურუას ბრალს დღეს წაუყენებენ.

დაკავებული მისმა უფლებადამცველმა უკვე მოინახულა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ რურუას იარაღი ჩაუდეს.

ბრალდება ნიკა რურუას ძმას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

"დოკუმენტურად გაუფორმეს, რომ თითქოს ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი ისე, რომ თვალითაც არ უნახავს დღემდე რურუას ის იარაღი, რომლის "ტარებასაც" ედავება უწყება. ბუნებრივია ეს უკავშირდება მის აქტიურობას, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას. მოთხოვნა გვექნება, რომ აღკვეთის ღონისძიება არ შეეფარდოს," - განაცხადა გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

დღის ამბები