12 დეკემბერი 2019,   05:04
ვრცლად
საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური სიმპათიები - IRI-ის ახალი კვლევა

IRI-ის დაკვეთითა და USAID-ის დაფინანსებით ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 78-ი პროცენტი არჩევნების პროპორციულ სისტემას ემხრობა. კვლევას საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი აქვეყნებს. "IRI"-ის ინფორმაციით, მომავალი არჩევნებისთვის გამოკვეთილად არცერთი პოლიტიკური პარტია არ ლიდერობს.

კითხვაზე- ამ კვირას, რომ არჩევნები იყოს რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს - 32 %-ი პასუხობს რომ არ იცის, ან თავს იკავებს პასუხისგან, 23% "ქართულ ოცნებას" ასახელებს, 15 კი “ნაციონალურ მოძრაობას.“ კვლევის მიხედვით, ევროპულ საქართველოს გამოკითხულთა 5 პროცენტი მიცემდა ხმას. ამდენივე მხარდამჭერი ყავს “ლეიბორისტულ პარტიას.“ "პატრიოტთა ალიანსი" 4 პროცენტი, სამოქალაქო მოძრაობა“ – 3 პროცენტი.

რაც შეეხება პოლიტიკოსთა პერსონალურ რეიტინგს. ხუთეული ასე გამოიყურება - გამოკითხულთა კეთილგანწყობით 57-პროცენტით დავით ბაქრაძე ლიდერობს, მეორე ადგილზეა თბილისის მერი კახი კალაძე – 49 პროცენტით, მესამეზე დავით უსუფაშვილი – 47%. გრიგოლ ვაშაძეს ასახელებს გამოკითხულთა 41 პროცენტი, ალექსანდრე ელისაშვილს კი 39%.

კვლევამ გამოავლინა პოლიტიკოსთა ნეგატიური რეიტინგიც. გამოკითხულთა 70%  არაკეთილგანწობილია სალომე ზურაბიშვილის მიმართ. 66 ასახელებს ზურაბ ჯაფარიძეს. ირმა ინაშვილი 59%. გიგი უგულავა 59%, ამდენივე ნინო ბურჯანაძე. ნეგატიურ რეიტინგში მოხვდა ბიძინა ივანიშვილიც 57 პროცენტით.

მოსახლეობისთვის უმთავრეს პრობლემად რჩება უმუშევრობა და სიღარიბე - კვლევის მიხედვით პრობლემების ხუთეული ასეთია - უმუშევრობა - 31 პროცენტი, დაბალი ხელფასები 14, სიღარიბეს პრობლემად ასახელებს გამოკითხულთა 14 პროცენტი, ეკონომიკა პრობლემურია 12 პროცენტისთვის, ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურეობა კი 9%.

ნატო-ში ინტეგრაციის მხარდამჭერთა რაოდენობა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, 68 პროცენტიდან 71-ამდე გაიზარდა, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა კი 75%-დან 80-მდე.
კითხვას მხარს უჭერთ თუ არა რუსეთთან დიალოგს გამოკითხულთა 48 პროცენტი დადებითად პასუხობს.

სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის პირველად ლიდერობა დაკარგა საპატრიარქომ. პირველ ადგილზე რეიტინგში უკვე ჯარია 86 პროცენტით. ეკლესია 85. მედიის მუშაობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 72 პროცენტი. რეიტინგში შემდეგია პოლიცია - 59 პროცენტით, პარლამენტი 37 პროცენტი, პრემიერ-მინისტრის ოფისი – 34 პროცენტი, პოლიტიკური პარტიები – 28, ყველაზე დაბალი ნდობით სასამართლო სარგებლობს. 

კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი - კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 2/3-ზე მეტი - 68 პროცენტი ფიქრობს, რომ 20 ივნისის ღამეს საქართველოს ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების მიმართ ძალას გადაამეტა.

IRI- მ ახალი კვლევა გამოაქვეყნა,კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით.

დღის ამბები