08 დეკემბერი 2019,   01:54
ვრცლად
ხალხი არ დგას "ნაცმოძრაობის" უკან, ესაა მათი ფიასკოს მიზეზი - ირაკლი კობახიძე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 18 ნოემბრის აქციის დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. კობახიძის შეფასებით, ამ მოვლენების შედეგად კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს.

"ხალხი არ დგას "ნაცმოძრაობის" უკან, ეს გამოჩნდა გასული დღეების განმავლობაში და სწორედ ეს გახდა მათი ფიასკოს საფუძველი. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც უმაღლესი სტანდარტებით იმოქმედეს გუშინ და ეს არის ის სტანდარტი, რომელიც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის შეიძლება სამაგალითო იყოს. მადლობა უნდა გადავუხადოთ საზოგადოებას, ქართველ ხალხს, რომელმაც კიდევ ერთხელ გაარჩია შავი და თეთრი. ბუნებრივია, ქართველი ხალხი ვერ დადგებოდა და არც დადგა იმ პოლიტიკური ძალის უკან, რომელსაც აქვს უმძიმესი პოლიტიკური წარსული,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, 18 ნოემბერს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა პარლამენტის სამივე შესასვლელი ჩაკეტეს და დეპუტატებს შენობაში შეღწევის საშუალება არ მისცეს.

მოგვიანებით, სპეციალური დანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლის მეშვეობით პარლამენტის სამივე შესასვლელი გახსნა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილი დემონსტრანტებისგან გაათავისუფლა. აქციის დაშლისას დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე. სამართალდამცველებმა 37 დემონსტრანტი დააკავეს , მათ შორის აქციის ორგანიზატორები და პოლიტიკოსები.

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები