06 დეკემბერი 2019,   14:47
ვრცლად
ქუთაისში აქციის მონაწილეებმა სტაფილოებით "ბიძინა" დაწერეს

ქუთაისში აქციის მონაწილეებმა მერიის წინ პერფორმანსი გამართეს და სტაფილოებით "ბიძინა" დაწერეს. მათ თითო სტაფილოზე იმ დეპუტატების სახელები დაწერეს, რომელთაც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ამით გამოხატეს პროტესტი მოპარული საარჩევნო სისტემის გამო.

"ჩვენ მშვიდობიან აქციას ვმართავთ, მაგრამ დაგვხვდნენ ძალადობით. მხოლოდ სტაფილო მოვიტანეთ და ვუთხარით ბიძინა ივანიშვილს, შეუძლია დალიოს სტაფილოს წვენი, რადგან მალე დავასრულებთ," - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მათ დღესვე, სიმბოლურად მერიის მოაჯირზე ბოქლომი შეაბეს და გასაღები მოქალაქეებს მისცეს. აქციის დასასრულს, მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება კვლავ მოხდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები