13 დეკემბერი 2019,   12:00
ვრცლად
ივანიშვილისა და ევროკავშირის ქვეყნების ელჩების შეხვედრა ხმაურიანი აქციის ფონზე მიმდინარეობს

ბიძინა ივანიშვილისა და ევროკავშირის ქვეყნების ელჩების შეხვედრა ხმაურიანი აქციის ფონზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ევროკავშირის ელჩებს მოახდინონ ზეწოლა ივანიშვილზე, რათა ქვეყანაში ჩატარდეს ვადამდელი პროპორციული არჩევნები.

მოძრაობა "შეცვალეს" წევრები, რომლებიც ქართული ოცნების ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილები აცხადებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და ხელისუფლებას ჰყავს პოლიტპატიმრები. მათი თქმით, ინგლისურენოვანი ტრანსფარანტებიც სწორედ ელჩებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ემსახურება.

"ქართული ოცნების" ოფისთან ამ დროისთვის სამართალდამცავების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

დღის ამბები