06 დეკემბერი 2019,   22:28
ვრცლად
დაპირისპირება "ოცნების" ოფისთან - დაკავებულია მოძრაობა "შეცვალეს" 3 აქტივისტი

"ქართული ოცნების" ლიდერების და ევროკავშირის ქვეყნების ელჩების შეხვედრა ხმაურიანი აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

რამდენიმე წუთის წინ, "ქართული ოცნების" ოფისთან დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი. აქტივისტების ინფორმაციით დაკავებულია მათი მოძრაობის სამი წევრი ნიკა ფარულავა, ბექა პაპაშვილი და ოთო შენგელია. მათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა "ქართული ოცნების" ოფისი დატოვეს. მოძრაობა "შეცვალეს"  აქტივისტები დიპლომატებს მოუწოდებდნენ განეხორციელებინათ ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე, რათა ქვეყანაში ვადამდელი პროპორციული არჩევნები ჩატარდეს.

დღის ამბები