06 დეკემბერი 2019,   23:08
ვრცლად
პროტესტის მეოთხე დღე ავიამშენში - გაფიცული თანამშრომლები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ

გაფიცვა ავიამშენში - ქარხნის თანამშრომლები ხელფასების დაგვიანებას აპროტესტებენ და ხელმძღვანელობისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

როგორც "ავიამშენის" ქარხნის თანამშრომლები აცხადებენ, მათ უკვე ბოლო 5-6 თვის განმავლობაში, თითქმის ყოველთვიურად უწევთ გაფიცვა, თუმცა პრობლემით ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა. 

ადგილზე მივიდნენ პროფკავშირის თანამშრომლებიც. ლაშა მესხი ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდებს  დაინტერესდეს ავიამშენში არსებული მდგომარეობით, რადგან მესხის განცხადებით, ეს მათი პირდაპირი  ვალდებულებაა.

"გამცენ პასუხი, რატომ ექცევა ქარხნის თანამშრომლებს დამსაქმებელი, 21-ე საუკუნეში, ფეოდალურად. წარმოუდგენელია ამის ასე გაგრძელება და დროზე მოეგონ გონს, ვინც მოსაგებია," - განაცხადა პროფკავშირების გაერთიანების წევრმა ლაშა მესხმა.

"ავიამშენის" ქარხნის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ საკითხზე უკვე მუშაობენ.

ქარხნის თანამშრომლები საპროტესტო რეჟიმში მეოთხე დღეა  იმყოფებიან.

დღის ამბები