12 დეკემბერი 2019,   04:55
ვრცლად
როგორ მოხვდა ოკუპანტების ხელში ექიმის სატელეფონო ჩანაწერები - გაფრინდაშვილის ოჯახი რუსეთის სპეცსამსახურებს ცრუ სცენარით მოქმედებაში ადანაშაულებს

როგორ მოხვდა ოკუპანტების ხელში ექიმის სატელეფონო ჩანაწერები - ოჯახი საკუთარი ვერსიის შესახებ საუბრობს. გაფრინდაშვილები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ექიმის მობილური ტელეფონი საუბრებს ავტომატურად იწერს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს, პირადი მოხმარებისთვის, მობილურ ტელეფონში ხმის ჩამწერი აპლიკაცია ჰქონდა, რომელიც, სავარაუდოდ, საოკუპაციო რეჟიმისთვის გახდა ხელმისაწვდომი.

ოჯახი პირადი სუბრების საჯაროდ გავრცელებას საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. 

"აღნიშნულ ჩანაწერებს და დიალოგებს არანაირი კავშირი არ აქვს ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან და მხოლოდ ააშკარავებს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაწერილ სცენარს საზოგადოებაში ცრუ ინფორმაციის გავრცელების მხრივ.

ისევე როგორც უმეტეს ანდროიდის მომხმარებელს, ვაჟა გაფრინდაშვილსაც პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა გადმოწერილი ხმის ჩამწერი აპლიკაცია მობილურში.

ამასთან, პირადი საუბრების საჯაროდ გავრცელება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმული კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯია," - წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები