06 დეკემბერი 2019,   14:46
ვრცლად
თოვა, ლიპყინული და დაბალი ტემპერატურა - საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს საავტომობილო გზების ნაწილზე შეზღუდვები დაწესდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს:

"რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ლიპყინული, დაბალი ტემპერატურა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია," - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები