29 იანვარი 2020,   12:42
ვრცლად
ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ბათუმში საპროტესტო მსვლელობა გამართეს

მშვიდობიანი მსვლელობა პროპორციული არჩევნების მოთხოვნით - ბათუმშიც გაიმართა. მსვლელობა ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა 6 მაისის პარკიდან აჭარის მთავრობის სახლის მიმართულებით გამართეს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, დღევანდელი მსვლელობა გამაფრთხილებელი ხასიათის იყო და თუ ხელისუფლება დანაპირებს დროულად არ შეასრულებს პროტესტი გაგრძელდება. დემონსტრანტები ასევე მოითხოვენ, რომ აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მიიღოს პრინციპული გადაწყვეტილება და რეგიონში არჩევნები სწორედ პროპორციული წესით ჩატარდეს.

„მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღოს ის საკანონმდებლო ონიციატივა, რომელიც ოპოზიციამ დაარეგისტრირა, ამასთან, გვაქვს მოთხოვნა რომ ანალოგიურად მოხდეს რეგიონებშიც, რადგან ამ ორი არჩევნების ერთიან სისტემაში ჩატარებას ძალიან  დიდი მნიშვნელობა აქვს“, - პეტრე ზამბახიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი  საბჭოს წევრი.

„ვცდილობთ გავაგონოთ ჩვენი ხმა უზურპატორს, მან უნდა დაინახოს, რომ ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ, დროა მისი მმართველობა დასრულდეს“, - აღნიშნა აქციის მონაწილემ.

„შევთანხმდით მთელი მსოფლიოს საზოგადოება, რომ საქართველო ხელისუფლების დაკომლექტების ახალ წესზე გადადის, ამის შესახებ გადაწყვეტილება რეგიონალურმა მთავრობამაც მიიღო,“ - განაცხადა მურმან დუმბაძემ.

აქციის მონაწილეთა ნაწილი გეგმავს, რომ მოგვიანებით ქუთაისში დაგეგმილ აქციას შეუერთდეს.

დღის ამბები