29 იანვარი 2020,   12:25
ვრცლად
პრობლემის გადაჭრის გზა დიალოგი და კომპრომისის პოვნაა - ლიეტუვას ელჩი

ლიეტუვას საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია რთული სიტუაციიდან გამოსავალს იპოვიან.

გიედრიუს პუოჯიუნასი მიიჩნევს, რომ პრობლემის გადაჭრის გზა დიალოგი და კომპრომისის პოვნაა:

"ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება უკვე გაავრცელეს. ცხადია ჩვენ მოვლენებს ვაკვირდებით, ვნახეთ, რომ გასულ შაბათს ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის შეხვედრა იყო. ჩვენი აზრით პრობლემის გადაჭრის გზა დიალოგი და კომპრომისის პოვნაა, ვიმედოვნებ, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება გამოსავალს იპოვიან ამ რთული სიტუაციიდან," - განაცხადა გიედრიუს პუოჯიუნასმა.

დღის ამბები