29 იანვარი 2020,   12:27
ვრცლად
ვხედავ ხელისუფლების სრული უსუსურობის საფრთხეს, რომელიც მიგვიყვანს ექსცესებამდე - გიორგი მარგველაშვილი

ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებს, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც მიესალმება. მისი განცხადებით, ოპოზიციის ერთიანობა, ხელისუფლების არაეფექტურ მუშაობას უკავშირდება.

გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ხელისუფლების უსუსურობამ შესაძლოა ქვეყანა  გარკვეულ ექსცესებამდეც კი მიიყვანოს, თუმცა დაპირისპირებას გამორიცხავს. 

"ვხედავ, თუ როგორი ორგანიზებულია ოპოზიცია დღეს. ფაქტია, გაზრდილია ჩვენი ოპოზიციური სპექტრი, რომელმაც შეძლო ერთ ოთახში, კონკრეტული მიზნისთვის - სამართლიანი არჩევნებისათვის, ძალიან ორგანიზებულად მუშაობა.

ხელისუფლების მხრიდან იყო შეურაცხმყოფელი ტყუილი, რომელიც დაიდო პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმით. ის ხალხი, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, სამწუხაროდ, პოლიტიკურ პროცესებს არ აკვირდებოდნენ ტელევიზიითაც კი. ეცოდინებოდათ, რომ ამის გაკეთება ძალიან საშიშია, როგორც ქვეყნისათვის, ასევე, პირადად მათთვის. ეს იყო ნიშანი, საზოგადოების ხელისუფლებასთან სრული გაუცხოებისათვის.

მე ვხედავ ხელისუფლების სრული უსუსურობის საფრთხეს, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს გარკვეულ ექსცესებამდე, თუმცა, დაპირისპირების საფრთხეს ნამდვილად ვერ ვხედავ," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები