29 იანვარი 2020,   12:24
ვრცლად
პროპორციული არჩევნები ქვეყნის დამშვიდების, ეროვნული კონსოლიდაციის ინსტრუმენტი იყო - დავით უსუფაშვილი

პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნასა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტთან ერთად, პარლამენტის ყოფილი თავჯდომარე დავით უსუფაშვილიც გამოეხმაურა.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ხელისუფლება სტაბილურობის რეალიზმის განცდას დღითიდღე კარგავს, რადგან ქვეყანაში არსებული ვითარების განსამუხტად შესაბამისი ინსტრუმენტის გამოყენებაზე უარი თქვა.

"ხელისუფლება რეალიზმის განცდას დღითიდღე კარგავს და თვლის, რომ თუ მეორე მხრიდან უფრო რადიკალურად შეუტევს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების იდეას, ამით გადააგორებს იმ უბედურებას, რაშიც მან ქვეყანა უკვე გახვია.

შეიძლება ითქვას, რომ პროპორციული არჩევნები, ქვეყნის დამშვიდების, ეროვნული კონსოლიდაციის ინსტრუმენტი იყო," - აღნიშნა "შენების მოძრაობის" თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.

დღის ამბები