05 აპრილი 2020,   12:58
ვრცლად
თორნიკე შენგელია ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატზე მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-12 ტური წარმატებული გამოდგა თორნიკე შენგელიასთვის.

ქართველი კალათბურთელის შესანიშნავი თამაშის წყალობით, "ბასკონიამ" "ხუვენტუტი" 87-86 დაამარცხა. გადამწყვეტი გამოდგა მატჩის უკანასკნელი წუთი, "ბასკონია" 2 ქულით აგებდა, თუმცა შენგელიას მიერ შესრულებული ზუსტი სამქულიანის წყალობით, მასპინძლებმა სეზონში რიგით მე-6 გამარჯვება იზეიმეს.

28 წლის ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 31 წუთი დაჰყო, მან საკუთარ გუნდს 19 ქულა შესძინა, 8 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა განახორციელა.

დღის ამბები