09 აპრილი 2020,   19:03
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული სამი პირი ცხინვალში შეშის მოსატანად იყო წასული

საოკუპაციო რეჟიმის კიდევ 3 ტყვე.

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის თავდაპირველად 4 ადამიანი დააკავეს, თუმცა არასრულწლოვანი მალევე გამოუშვეს. დანარჩენი სამი მამაკაცი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. იზოლატორშია გადაყვანილი.

გატაცებულების ოჯახის წევრების განცხადებით, დაკავებულების გასათავისუფლებლად საოკუპაციო რეჟიმი სტანდარტულ ჯარიმას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, ზამთრის მოახლოება მათთვის განსაკუთრებით რთული პერიოდია.

როგორც ადგილობერივები აცხადებენ, ეს არ არის პირველი შემთხვევა და ხშირად აკავებენ ადამიანებს, როდესაც შეშის მოსატანად  ტყეში მიდიან.

ნადია ზარიძე აღნიშნავს, რომ შეშის მოსატანად გადასული ადამიანები დაიჭირეს და მათთან კონტაქტის საშუალება არ აქვთ ოჯახის წევრებს.

"გადავიდა ცხინვალში შეშის მოსატანად და დაიჭირეს, ფულს ითხოვენ, ვინც გადადის საზღვარზე ყველას იჭერენ და შემდეგ ასე გვიწევს ყოფნა, ამბავს ვერავისგან ვიგებთ. მისგან გავიგე დაკავების ამბავიც, დარეკეს, მოახერხეს და გაგვაგებინეს," - აღნიშნა ნადია ზარიძემ.

გატაცებულების შესახებ ინფორმაციას ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

დღის ამბები