09 აპრილი 2020,   18:35
ვრცლად
ხელისუფლების წარმომადგენლები აღიარებენ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში გამოწვევები კვლავ არსებობს

ხელისუფლების წარმომადგენლები აღიარებენ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში  გამოწვევები ისევ არსებობს და ყურადღებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ასევე აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე და სხვა საკითხებზეც ამახვილებენ.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აღნიშნავს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მნიშვნელოვანი რეფორმაა ჩატარებული. კილაძე ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანის უფლებების მიმართულება საგრძნობლად გაუმჯობესებულია.

"თუ არის ასეთი ცალკეული შემთხვევები არაფორმალური ჯგუფების გავლენების, რა თქმა უნდა სჭირდება შესაბამისი რეაგირება და ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე უნდა მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება. ასე ზოგადად საუბარი არ მიმაჩნია სწორად," - აღნიშნა სოფო კილაძემ.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, ომბუდსმენმა თავისი პოზიცია მაშინ გამოხატა, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

"თუმცა თუ ვინმემ მიადევნა თვალყური პროცესს, ძალიან უხერხულ სამართლებრივ სიტუაციაში აღმოჩნდა სახალხო დამცველის ოფისი იმ არგუმენტების წინაშე, რა არგუმენტებიც წარადგინეს კომიტეტის წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში. ის სამართლებრივი არგუმენტები, რომლებიც ჩვენ გვაქვს არის აბსოლუტურად სამართლებრივად გამართული, კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებზე დაფუძნებული და შესაბამისად ჩვენი არგუმენტები არის სწორი," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები