29 იანვარი 2020,   00:01
ვრცლად
თანამდებობას ჩალის ფასიც არ აქვს, თუ არ გაქვს განცდა, რომ შენი თანამდებობაზე ყოფნა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება - ჩუგოშვილი

"მინდა მქონდეს იმედი, რომ დარჩენილია რესურსი იმისთვის, რომ დაპირისპირებების, ფიზიკური შეჯახებების ნაცვლად, დიალოგით, შეთანხმებით და დათმობებით მოხდეს ქვეყნის დაწყნარება," - ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე ყოფილმა პირველმა ვიცე-სპიკერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

ჩუგოშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არსებული სისტემა ქვეყანაში სტაბილურ გარემოს ვერ უზრუნველყოფს.

"სისტემა, რომელზეც წლების განმავლობაში ვიძახდით, რომ ქვეყანაში სტაბილურიობის უზრუნველყოფისთვის იყო საჭირო. სტაბილურობას კი არ უზრუნველყოფს, არამედ უზრუნველყოფს ქუჩას, დესტაბილიზაციას და პოლიტიკურ კრიზისებს. ახლა უკვე ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ თანამდებობას ჩალის ფასიც არ აქვს, თუ გაქვს განცდა, რომ შენი თანამდებობაბზე ყოფნა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. ამიტომ, ძალიან გთხოვთ და იმედი მინდა მქონდეს, რომ კიდევ არის რესურსი დარჩენილი იმისთვის, რომ დაპირისპირებების, ფიზიკური შეჯახებების ნაცვლად, დიალოგით, შეთანხმებით და დათმობებით მოხდეს ქვეყნის დაწყნარება," - განაცხადა ჩუგოშვილმა.

დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ხულორდავას განამარტებით კი, პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ჩაგდებამ ქვეყნის იმიჯს როგორც საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო დონეზე გამოუსწორებელი ზიანი მიადგა.

"თქვა მმართველმა გუნდმა, რომ ის მზად იყო საკუთარი დაუმსახურებელი ძალაუფლება გადაენაწილებინა სხვა პოლიტიკურ ჯგუფებზე და შემდეგ თვითონ ეთქვა ამ გადაწყვერტილებაზე უარი. ამ გადაწყვეტილებამ მიაყენა გამოუსწორებელი ზიანი "ქართული ოცნებისადმი" საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ჩვენის საერთაშორისო პარტნიორების ნდობას," - განაცხადა ხულორდავამ.

დღის ამბები