29 იანვარი 2020,   13:34
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით გასაჩივრებას არ ექვემდებარება - თეა წულუკიანი

იუსტიუციის მინისტმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ საბოლოო გადაწყვეტილება გაახმოვანა.

აღნიშნულ საქმეზე მოპასუხე სახელმწიფო იყო და როგორც წულუკიანმა აღნიშნა, 18 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

"გამოქვეყნდა სტრასბურგის გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ის საქმეზე. გამოქვეყნებული გადაწყვეტილების მიხედვით, გუშინ, სტასბურგის სასამართლოს 5-მა მოსამართლემ ე.წ. ფილტრაციის კომიტეტმა იმსჯელა და განსახილველად არ მიიღო "რუსთავი 2"-ის ყოფილი მესაკუთრეების საჩივარი, რომლითაც ისინი სტრასბურგის სასამართლოს 18 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილების გადასინჯვას სთხოვდნენ. შესაბამისად, "რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას, ყოფილი მესაკუთრეების, ლევან და გიორგი ყარამანაშვილების და შპს  "ტელეკომოპანია საქართველოს" ყველა პრეტენზია უარყოფილი იქნა და დღეიდან სტასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ყველა ნაწილში არის საბოლოო და არ ექვემდებარება გასაჩივრებას. ეს არის იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფოს, ვის წინააღმდეგაც იყო  ეს საჩივარი მიმართული, მეორე დიდი გამარჯვება," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

 

დღის ამბები