29 იანვარი 2020,   12:27
ვრცლად
"ევროპული საქართველო" პარლამენტის იურიდიულ დეპარტამენტს სიცრუეში ადანაშაულებს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პარლამენტის იურიდიულ დეპარტამენტს სიცრუეში ადანაშაულებს.

ბოკერიას განცხადებით, ტყუილია, რომ  დეპარტამენტის ხელმძღვანელის კომპეტენცია არ არის საკანონმდებლო წინადადებების კონსტიტუციასთან შესაბამისობა დაადგინოს.

მისივე განმარტებით,  ტყუილი მმართველ გუნდს მას შემდეგ დასჭირდა, რაც ამავე დეპარტამენტმა გუშინ დაადგინა, რომ ოპოზიციის მიერ წარდგენული ე.წ გერმანული მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.

"გამოდის პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ამ წნეხის ქვეშ და იძახის რომ ჩვენ ასეთ საკითხებზე არ ვმსჯელობთო, უბრალოდ უნდა ავღნიშნოთ აქვს თუ არა დართული ყველა დოკუმენტი და შინაარსზე რეკომენდაციებს არ ვიძლევითო. აი, კიდევ ერთი მაგალითი იმ საოცარი ბრიყვული უტიფრობის, თუ როგორი თამაშის წესებს სთავაზობს საზოგადოებას ივანიშვილის გუნდი," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები