18 თებერვალი 2020,   05:32
ვრცლად
"როგორ შეიძლება, სტრასბურგის სასამართლო გააკრიტიკო და არ აღიარო მისი გადაწყვეტილება" - ოხანაშვილი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში სიტყვისა და  გამოხატვის თავისუფლება დაცულია. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ სტანდარტების უმაღლესი დაცვით განახორციელა მართლმსაჯულება.

"ყარამიშვილების, ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის და "ნაცმოძრაობის" ერთობლივი სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, დიდმა პალატამ არ მიიღო. ეს ნიშნავს იმას, რომ ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რაც დადასტურდა ქართულ სასამართლოში, საქართველოს უზენაეს სასამართლოს დიდ პალატაში, რომ "რუსთავი 2" იყო მიტაცებული ჰქონდათ ამ ადამიანებს ის, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ ძალიან მაღალი სტანდარტის დაცვით განახორციელა მართლმსაჯულება, ამაზე მეტყველებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება. საქართველოში არც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას შექმნია საფრთხე, არც სამართლიანი სასამართლოს უფლებას ამ პროცესში, არამედ, აბსოლუტურად ყველა სტანდარტი იყო დაცული,“ - აცხადებს ოხანაშვილი. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი მოკავშირე პარტიები, უცხოელ პარტნიორებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე არასწორ ინფორმაციას აწვდიან. 

"როგორ შეიძლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გააკრიტიკო და არ აღიარო მისი გადაწყვეტილება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ რეალურად, ამ ადამიანებს არც ევროპული ღირებულება გააჩნიათ, არც რაიმე რეალური ინტერესი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.  

დღის ამბები