23 იანვარი 2020,   03:08
ვრცლად
ცხოვრება მუდმივი შიშის პირობებში - საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლები "კურიერთან" პრობლემებზე საუბრობენ

სამი დღის წინ, შეშის შეგროვების დროს, საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია.

გატაცებულები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ, ჯარიმის გადახდის შემდეგ დააბრუნეს. სოფელ ბოჟამისა და ლამისყანის მაცხოვრებლები ტყეში შეშის მოსატანად იმყოფებოდნენ, რა დროსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააპატიმრეს. ყოფილი ტყვეები და მათი ოჯახის წევრები დღეს "კურიერთან" საუბრობდნენ, რომ ცხოვრება მუდმივი შიშის პირობებში უწევთ.

საკუთარ ნაკვეთში გადაადგილების პრობლემა ლამისყანელებისა და სამთავისელების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ე.წ. საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობა შიშობს, რომ გახშირებული დაკავებების გამო, ზამთრის განმავლობაში შეშის მოსატანად ტყეში წასვლაც კი შეუძლებელი იქნება.

უკანონო დაკავებების, ოკუპირებული სახნავ-სათესი მიწებისა და საძოვრების პრობლემასთან ერთად ბოჟამის მაცხოვრებლები დღეს ე.წ. ოკუპაციის ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებში არსებულ სხვა პრობლემებზეც საუბრობდნენ.

7 დეკემბერს ოკუპანტების მიერ გატაცებულ სამ მოქალაქეს ცხინვალის იზოლატორში სამი დღის გატარება მოუწიათ. თავდაპირველად მათთან ერთად ერთი არასრულწლოვანიც იყო, თუმცა ის ოკუპანტებმა მალევე გაათავისუფლეს. ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებული ყოფილი ტყვეები ქართველმა სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს.

დღის ამბები