21 იანვარი 2020,   21:56
ვრცლად
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს მამუკა მუმლაძის ნაცვლად, ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს.

აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სამსახურის ყოფილი უფროსი, მამუკა მუმლაძე მუშაობას მერიაში გააგრძელებს, თუმცა რა თანამდებობაზე, არ აკონკრეტებს.

"ვიქტორ წილოსანი განათლებით გახლავთ ეკონომისტი. მუშაობდა მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე, მანამდე იყო პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური საბჭოს პირველი კატეგორიის მრჩეველი და აქვს ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო გამოცდილება.

მინდა, წარმატება ვუსურვო მას ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე, ხოლო მამუკა მუმლაძეს მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის. მას საკმაოდ რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა," - განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები