20 იანვარი 2020,   19:04
ვრცლად
იმედია გადაწყეტილების მიღებისას წარსულის გაკვეთილები გათვალისწინებული იქნება - კარლ ჰარცელი მოსამართლეების კენჭისყრაზე

პარლამენტი გამოწვევის წინაშე დგას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რითაც მოსამართლეობის კანტიდიდატების კენჭისყრას გამოეხმაურა.

ჰარცელის შეფასებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესი საკმაოდ გამჭვირვალედ მიმდინარეობდა.

გარდა ამისა, ჰარცელი იმედოვნებს, რომ დეპუტატები კენჭისყრის დროს წარსულის გამოცდილებას გაითვალისწინებენ.

"ვფიქრობ ეს გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს ძალიან მნიშვნელოვანია. გვახსოვს როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი. ვენეციის კომისიის მხრიდან იყო კრიტიკული შენიშვნები, რეკომენდაციები. ასევე ოდირი აკვირდებოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესს. გამჭვირვლობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რადგან საზოგაოდებას შეეძლო მოსამართლეთა ინტერვიუები მოესმინა. ახლა პარლამენტი მთელი ამ პროცესის შემდეგ გამოწვევის წინაშე დგას. იმედია საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომელშიც წარსულის გაკვეთილები იქნება გათვალისწინებული. ეს ყველა პარლამენტარისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ვნახოთ რა იქნება ხვალ," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ხვალ პარლამენტი კიდევ ერთ საკითხს უყრის კენჭს. თემას, რომელიც ოპოზიციისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია და რომლის გამოც, პარტიები პარლამენტის პიკეტირებას აპირებენ,  მოსამართლეობის 19 კანდიდატის კენჭისყრას ეხება.  

 

დღის ამბები