23 იანვარი 2020,   03:14
ვრცლად
დღეს ნამდვილად იყო თავისუფლების ზეიმი თავისუფლების მოედანზე - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" დასავლური კურსის მხარდამჭერები შეიკრიბნენ და გამოხატეს სურვილი, საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას.

"დღეს ნამდვილად უამრავმა მოქალაქემ, ჩვენმა თანამემამულემ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა გამოხატა კიდევ ერთხელ ძალიან მყარი სურვილი, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას. ეს იყო დღევანდელი ღონისძიების მიზანი, ჩვენ მოვუწოდეთ ჩვენ თანამოქალაქეებს, "ქართული ოცნების" დასავლური კურსის მხარდამჭერებს, მოსულიყვნენ თავისუფლების მოედანზე, დღეს ნამდვილად იყო თავისუფლების ზეიმი თავისუფლების მოედანზე," - განაცხადა კობახიძემ.

"ქართულმა ოცნებამ"  დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიება "საქართველოს გზა ევროპისკენ" გამართა, რომელიც საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას მიეძღვნა.

დღის ამბები