24 იანვარი 2020,   21:28
ვრცლად
"დიალოგს ვაგრძელებთ - პროპორციული არჩევნების საკითხი არც განიხილება" - არჩილ თალაკვაძე

უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ოპოზიციისა და ხელისუფლების 5-საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ხელისუფლება არც პროპორციულ არჩევნებს და არაც მრავალმანდატიან მაჟორიტარულ სისტემას არ განიხილავს. 

არჩილ თალაკვაძის თქმით, მრავალმადნატიანი მაჟორიტარული სისტემა, საზოგადოების ინტერესების გატარებას ვერ უზრუნველყოფს.

"განვიხილეთ მრავალმანდატიანი ოლქების შესახებ არსებული წინადადება.  ამ შემოთავაზებასთან დაკავშირებით. რეალურად დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ წარმოვადგინეთ არგუმენტები, რომლის მიხედვითაც, მრავალმანდატიანი ოლქები, სამწუხაროდ, ვერ უზრუნველყოფს ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, რომელიც შეიძლება რაიონებში, ადგილზე ჰქონდეთ მოქალაქეებს და ჰქონდეთ სურვილი, აირჩიონ თავისი წარმომადგენლები. სამწუხაროდ, მრავალმანდატიანი მოდელი არათანაბრად უზრუნველყოფს დიდი და მცირე რაიონების წარმომადგენლობას და ინტერესებს. მათ შანსებს, რომ თავისი წარმომადგენელი აირჩიონ," – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები