23 იანვარი 2020,   03:10
ვრცლად
რამდენიმე საათი მეგა შოუს დაწყებამდე - "რუსთავი 2"-ზე "დიდი სცენა" იწყება

დღეს, ზუსტად 10 საათზე, 9-საათიანი "კურიერის" დასრულებისთანავე, "რუსთავი 2"-ზე ახალი მუსიკალური მეგა პროექტი დიდი სცენა იწყება.  როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, რუსთავი ორის მაყურებელს ბევრი სიურპრიზი ელის, სრულიად ახალი გადაცემა, ინოვაციური წესებით და შინაარსით.

აღსანიშნავია, რომ დიდი სცენა 11 ეპიზოდისგან შედგება. აქედან სამი შესარჩევი ტური და 8 საკონკურსო კონცერტი იქნება.

მეგა შოუს მონაწილეები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეირჩნენ. მონაწილეები შეასრულებენ, როგორც ქართულ, ასევე უცხოური რეპერტუარის სიმღერებს.

დღის ამბები