18 თებერვალი 2020,   05:23
ვრცლად
"მაჟორიტარი ფეოდალია" - ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან სტიკერები გააკრეს

სამოქალაქო მოძრაობის "ვამხილოთ მაჟორიტარი ფეოდალების" წევრებმა ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან სტიკერები გააკრეს.

ალეკო ელისაშვილის მოძრაობის წევრები იმ მაჟორიტარების მხილებას ცდილობენ, რომლებიც ბიუჯეტიდან თანხებს ითვისებენ.

"კომოს ტბაზე სეირნობა და დასვენება რომ უყვარს და რომ გვატყუებს მეორე დღეს ნამძინარევი და ნამგზავრი თვალებით, თითქოს არსად ყოფილა და მერე რომ გამოვიჭირეთ პატარა ბავშვივით, აი, აჩიკო თალაკვაძესთან მოვედით. ყველა რაიონში, ყველგან, მთელს საქართველოში უნდა ვამხილოთ ეს წურბელა მაჟორიტარები, რომლებიც არიან თავიანთ რაიონებს მომჯდრები," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

წარწერების მოხსნა ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა, შალვა გაბრიჩიძემ სცადა. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები.

დღის ამბები