09 აპრილი 2020,   18:39
ვრცლად
"ძალიან ძნელია 1 წელიწადში მოახერხო და ამდენი სისულელე გააკეთო" - "შეცვალე" პრეზიდენტზე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენცია სასტუმრო "ბილტმორში" აქციის ფონზე მიმდინარეობს.

სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრები შენობასთან საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის 1 წლისთავის "აღსანიშნავად" მივიდნენ. "შეცვალეს" წევრების განცხადებით, იშვიათია ბოლო 1 წელში იმდენი სისულელე ერთად მოახერხო, რამდენიც ზურაბიშვილმა შეძლო.

"დღეს მოძრაობა "შეცვალე" შევიკრიბეთ, რათა აღვნიშნოთ ჩვენი პრეზიდენტის 1 წლის აღსაყდრების თარიღი. ძალიან ძნელია 1 წელიწადში მოახერხო და ამდენი სისულელე გააკეთო, ასე დააზარალო ქვეყანა. ხომ წარმოგვიდგენია, პრეზიდენტობის ბოლო 5 წელში რა იქნება.

ქალბატონმა სალომემ თავი დაამახსოვრა ყველას ამნისტიებით, უაზრო განცხადებებით, რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ თურმე საქართველოს ჯარი არ ჰყავს და არც არასოდეს ეყოლება. შეგვიძლია გავიხსენოთ ის პატარა კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც გამოიწვია საქართველოს პრეზიდენტის დავით გარეჯში ჩასვლამ," - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა. 

დღის ამბები