18 თებერვალი 2020,   05:10
ვრცლად
დაძაბულობა თბილისის საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე  - ლევან ხაბეიშვილს საკრებულოში არ უშვებენ

საკრებულოს წინ საპროტესტო აქციაზე ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეუწყდეს სადეპუტატო უბლებამოსილება საკრებულოს წევრს "ქართული ოცნებიდან" ერეკლე კუხიანიძეს.

აქციაზე "სამოქალაქო მოძრაობის" წევრებთან ერთად იმყოფებიან "შეცვალე," "გაბედე" და "სირცხვილიას" წევრები.

მათ ადგილზე ბანერები და სანაგვე ყუთი აქვთ მიტანილი.

"ჩვენ მოვითხოვთ, რომ ამ მოლაპარაკე და მოსიარულე ნაგავმა დატოვოს თბილისის საკრებულო, იმიტომ რომ ის იქ ყოფნით, აყროლებს და აბინძურებს იმ გარემოს, რაც თბილისის საკრებულოშია. არ შეიძლება ამ თავისი ამაზრზენი, მოღალატეობრივი და უსინდისო პოზიციის გამო ჩვენი გადასახადებიდან გადახდილი ფულით ხელფასს იღებდეს," - განაცხადა "სამოქალაქო მოძრაობის" წევრმა ალეკო ელისაშვილმა.

"კუხიანიძე კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს მოქალაქე. რა თქმა უნდა, მე ვიზიარებ პოზიციას, რომ ის საკრებულოში არ უნდა იყოს და მანდატი უნდა დატოვოს. წარმოუდგენელია, რომ მტრის მიერ ჩვენი მოქალაქე დატყვევებული იყოს და საკრებულოს პირი ასეთ უღირს განცხადებებს აკეთებდეს," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას განცხადებით, განსხვავებული აზრის გამო ადამიანის თანამდებობიან გადაყენება არაადეკვატურია.

გარიცხავს თუ არა "ქართული ოცნება" საკუთარი რიგებიდან ერეკლე კუხიანიძეს?!  - მას შემდეგ, რაც საკრებულოს წევრმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახიც და გულშემატკივრებიც გააკრიტიკა, ოპოზიციამ პროცედურები დაიწყო, რომ მმართველი გუნდის წევრს, თბილისის თვითმმართველ ორგანოში თანამდებობა დაატოვებინოს.

პარალელურად, აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მას  დეპუტატის უფლებამოსილებაც შეუჩერდეს, თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ ოპოზიციამ საკმარისი, 10 დეპუტატისგან თანხმობა მიიღოს.

საზოგადოების მწვავე რეაქციის მიუხედავად, ამ დრომდე ბუნდოვანია, რა ფორმით გაემიჯნება სახელისუფლებო ძალა იმ თანაგუნდელის სკანდალურ განცხადებებს, რომელიც ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო ტყვეობაში ყოფნას, თავად ქართველ ექიმს აბრალებს.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები