29 იანვარი 2020,   12:25
ვრცლად
"ეს არის ქაჯეთის ციხე" - ლევან ხაბეიშვილს საკრებულოში არ უშვებენ

"ქართული ოცნებიდან" თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით საკრებულოსთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა საშვთა ბიუროსთან გადაინაცვლეს, სადაც საკრებულოს წევრს "ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან ხაბეიშვილს საკრებულოში არ უშვებენ.

ადგილზე ვითარება დაძაბულია. ლევან ხაბეიშვილი სამართალდამცველებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

ხაბეიშვილი საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას მოითხოვს. 

"ეს საკრებულო არაა, ეს არის ქაჯეთის ციხე. დაკეტილია ყველა მხარე," - აღნიშნა საკრებულოს დეპუტატმა ხაბეიშვილმა.

 

დღის ამბები