18 თებერვალი 2020,   17:04
ვრცლად
"შოთაძე ბრძოლის ველზე ბრუნდება? კი ბატონო, გავაგრძელოთ ბრძოლა ბოლომდე" - ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისას გარდაცვლილი არასრულწლოვანის, დათო სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ გენერალურ პროკურორის პოსტზე ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით "კურიერთან" პირველი კომენტარი გააკეთა. სარალიძის თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი საქმის ბოლომდე გამოძიებისთვის შოთაძის თანამდებობაზე ყოფნა უკეთესი იქნება.

"ამით შოთაძე, ალბათ, ცდილობს, რომ დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა ჩემი შვილის საქმეში. ჩემთვის უკეთესია თანამდებობაზე თუ იქნება, უფრო მეტად მოვთხოვ იმ სამოხელეო ნაწილის შესრულებას, რაც დაწყებული აქამდე და არ მისულა ბოლომდე. ბრძოლის ველზე ბრუნდება, კი ბატონო, გავაგრძელოთ ბრძოლა ბოლომდე,"-განაცხადა ზაზა სარალიძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას. 

დღეს ზაზა სარალიძე პროკურატურაშიც იმყოფებოდა, თუმცა, მისი თქმით, ირაკლი შოთაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე 2018 წლის 31 მაისს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგა. შოთაძის გადადგომას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები, გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად.

დღის ამბები