29 თებერვალი 2020,   01:46
ვრცლად
დავით გარეჯში მესაზღვრის მძევლად აყვანაში ბრალდებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

დავით გარეჯში მესაზღვრის მძევლად აყვანაში ბრალდებული პირის პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ ბრალდებულ გიორგი იჩიკაიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. 

​"ჩვენ არ ვეთანხმებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფორმალური საფუძველი. გამომდინარე იქიდან, რომ ვითომდა ის თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში გაანადგურებს საინტერესო ინფორმაციას," - განაცხადა ადვოკატმა ლევან მარსაგიშვილმა.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ბრალდებულთან დაკავშირებით პროკურორს. 

"თვითონაც ახსენა, რომ იარაღის მოთხოვნა იყო მესაზღვრეების მიმართ. ასევე აღსანიშნავია, რომ მან მოითხოვა იარაღი. დასტურდება ისიც, რომ მას ხელში ეჭირა იარაღთან ერთად ხელყუმბარაც და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ითხოვდა იარაღს მესამე პირისაგან," - განაცხადა პროკურორმა გიორგი ხაჩიძემ.

ინციდენტი ორი დღის წინ, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე მოხდა.

გიორგი იჩუკაიძემ ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით ქართველი მესაზღვრე მძევლად აიყვანა.

დღის ამბები