18 თებერვალი 2020,   17:54
ვრცლად
"ვეფხისტყაოსნის" კიდევ ერთი ახალი ვერსია - რუსთაველის აფორიზმები თანამედროვე ილუსტრაციებით გამოიცა

რუსთაველის აფორიზმები, ახალი, თანამედროვე ილუსტრაციებით გამოიცა. "ვეფხისტყაოსნის" ახლებურად გასააზრებლად და შოთა რუსთაველის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაციისთვის, პროექტის ავტორებმა სწორედ ეს ფორმა შეარჩიეს. ილუსტრაციაც და მთლიანად დიზაინიც ჩვენი დროის ძალიან საინტერესო ავტორებს მიანდეს. ნატალია ავალიანისა და სალომე ჯოხაძის მიერ აღქმული რუსთაველის აფორიზმები ცოტა გოთიკური, ცოტაც კომიქსური და ცოტაც ტრადიციული ვერსიის სინთეზია. პროექტი გამომცემლობა "რუსთაველი 850"-მა განახორციელა, ტირაჟი პირველ ეტაპზე 100 წიგნით განისაზღვრა.

რუსთაველის აფორიზმების გარდა, წელს გამომცემლობამ კიდევ ერთი უნიკალური პროექტის განხორციელება შეძლო. ხელახლა გამოიცა ვეფხისტყაოსნის მარჯორი უორდროპისეული თარგმანი, რომელიც დამშვენებულია "ვეფხისტყაოსნის" 36 ილუსტრაციით, მათ შორის შევიდა ის 9 ილუსტრაციაც, რომელსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს და რომელიც საქართველოში მრავალწლიანი ძებნის შემდეგ, ექვთიმე თაყაიშვილმა დააბრუნა.

გამომცემლობა "რუსთაველი 850" ვეფხისტყაოსნის კოლექციონერების Marketer.ge-ს მხარდაჭერით და ინიციატივით შეიქმნა. გამომცემლობის მიზანია რუსთაველის პოპულარიზაცია სხვადასხვა ინოვაციური პროექტების განხორციელების გზით, სლოგანით - "რუსთაველი ერთია და წერტილი".

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები