29 თებერვალი 2020,   00:55
ვრცლად
"სამარცხვინო პრეზიდენტი, რომელიც სამარცხვინო ლიდერმა ძალადობით დაგვასვა თავზე" - ოპოზიციის ლიდერები პრეზიდენტს აკრიტიკებენ

პრეზიდენტს, შეწყალების კრიტერიუმების საკითხზე ოპოზიციაც აკრიტიკებს. "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მმართველობის პერიოდში კრიტერიუმები ვერ დაიხვეწება, ვინაიდან მათივე შეფასებით, პრეზიდენტი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს.

"სამარცხვინო პრეზიდენტი, რომელიც სამარცხვინო ლიდერმა ძალადობით დაგვასვა თავზე, ყოველდღე შეურაცხყოფას აყენებს ხალხს, გვეუბნება, რომ არც კი გეტყვით რა კრიტერიუმები მაქვსო, ამიტომ რაზე ვსაუბრობთ," - განაცხადა ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველის განცხადებით კი, სალომე ზურაბიშვილი პატიმრებს ბიძინა ივანიშვილის კრიტერიუმის შესაბამისად იწყალებს.

"დღეს არსებობს ერთადერთი შეწყალების კრიტერიუმი, რომელიც აქვს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს და ზუსტად მისი კრიტერიუმის შესაბამისად იწყალებს დღევანდელი პრეზიდენტი პედოფილებს, მკვლელებს და ა.შ. ამიტომ, ცვლილება საჭიროა და ამ ცვლილებას შესრულება უნდა, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლების და ამ პრეზიდენტის პირობებში ნაკლებად არსებობს იმის შანსი, რომ რამე ახალი შეწყალების კრიტერიუმებზე წამოვიდნენ და დათანხმდნენ," - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

დღის ამბები