29 თებერვალი 2020,   02:14
ვრცლად
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ უსინათლოებს ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი კალენდრები გადასცა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ უსინათლოებს ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი კალენდრები გადასცა, რომელშიც ყველა რელიგიური კონფესიის დღესასწაულების შესახებაა თავმოყრილი ინფორმაცია.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე აცხადებს, რომ ინტერრელიგიური კალენდარი უსინათლოების მეტ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. 

"აიღო სოციალური პასუხისმგებლობა რელიგიის სააგენტომ და უსინათლოთათვის შექმნა სპეციალურად ბრაილის შრიფტით, იგივე ინტერრელიგიური კალენდარი, რაც ხელს უწყობს მათ მეტ ინტეგრაციას ამ მიმართულებით და რელიგიური ცნობადობის ამაღლებას მათთვის ადამიანის უფლებების განხორციელების თვალსაზრისით. უსინათლოებისათვის ბრაილის შრიფტით გაკეთდება ოთხი სახარებიდან ერთ-ერთი სახარებაც," - ამბობს ზაზა ვაშაყმაძე. 

 

 

 

დღის ამბები